banner.png

ხარისხისა და ტექნოლოგიების ”ევროპის თაღის” 29-ე პრეზენტაციაზე ”გამას” მიენიჭა ოქროს კატეგორიის სერტიფიკატი წარმოების ხარისხისთვის. 2003 წლის 3 მარტს ფრანკფურტში, გერმანიაში, ”გამა” დაჯილდოვდა ”ბიზნესის სამყაროსა და მაღალპროფესიონალურ საქმიანობაში” შეტანილი წვლილისთვის.

პროდუქცია

GOJI BERRY.png

გოჯი ბერის ნაყოფი შეიცავს 18 ამინომჟავას: (ფოლიუმის მჟავა, გლუტამინის მჟავა, L-კარნიტინი და სხვ.) და 21 მინერალს: (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, თუთია და სხვ.) ასევე A, D, E, C, B1, B2, B6, B12 ვიტამინებს, B -კაროტინს, პოლისაქარიდებს და სხვ. ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს.გოჯი ბერის (GOJI BERRY ) ექსტრაქტი უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას, მეტაბოლიზმის აჩქარებას და მადის მნიშვნელოვან დაქვეითებას. ფლავონოიდები გამოდევნის ცხიმს და მოკლე დროში ხდება წონის კლება. გოჯი ბერი შეიცავს პოლისაქარიდების კომპლექსს, რომელიც სხვა მცენარეებში არ მოიპოვება. მათი წყალობით ხდება გლუკოზის რეგულირება. ასევე შეიცავს ბეტაინს, რომელიც ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას და სისხლძარღვთა დაზიანებას. ბეტაინს აქვს უნარი გადაიქცეს ქოლინად, რაც აუმჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას. იზრდება მნიშვნელოვანი ჰორმონის მელატონინის დონე, რის შედეგადაც უმჯობესდება გუნება-განწყობა, შრომისუნარიანობა და სასქესო სისტემის ფუნქცია. პოლისაქარიდები წარმოადგენს საკვებს ნაწლავის საპროფიტული მიკროფლორისთვის. აუმჯობესებენ ნაწლავების ფუნქციას და მდგომარეობას. გამოიყენება ონკოლოგიაში კომპლექსური მკურნალობის დროს დამხმარე საშუალებად.

10448733_1514225415467810_5826997866889363091_n.jpg

500 მგ მწვანე ყავის ექსტრაქტი შეიცავს 250 მგ ქლოროგენ მჟავას და ასევე მრავალ ანტიოქსიდანტს. კვლევებმა აჩვენა რომ ქლოროგენ მჟავა ხელს უწყობს სისხლში შაქრის გადამუშავებას, ახდენს გლიკოგენიდან გლუკოზის გამონთავისუფლების ბლოკირებას და ლიპიდების ნორმალიზაციას. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას ადამიანის ორგანიზმში, ამით ხელს უწყობს ორგანიზმის წონის კლებას. მწვანე ყავის ექსტრაქტი აქვეითებს მადას. მის შემადგენლობაში შედის კოფეინი, რაც ორგანიზმს ტონუსში ყოფნაში ეხმარება. კვლევები ცხადყოფს, რომ სასურველი ეფექტი უფრო სწრაფად მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ მწვანე ყავის ექსტრაქტის ტაბლეტების მიღებას შეუთავსებთ ვარჯიშს. ეს არ გახლავთ სამკურნალო პრეპარატი, ამიტომაც მისი გამოყენების ოპტიმალური ფორმულა არ არსებობს.

კომფორტინი

დიდი კამას ( Foeniculum vulgarae) ნაყოფის ექსტრაქტი -200 მგ.
კვლიავის (Carum carvi L) ნაყოფის ექსტრაქტი -100 მგ
ბარამბოს (Melissa Officinalis) ფოთლების ექსტრაქტი -100 მგ

დიდი კამას ნაყოფი შეიცავს ეთერზეთებს. აქვს დამახასიათებელი არომატი და მოტკბო გემო, მისი მთავარი კომპონენტებია: ანეთოლი (60 %) , ფენხოინი, მეთილხავიკოლი, α- პინენი, α- ფელანდრენი და სხვა. ნაყოფი ასევე შეიცავს ცხიმოვან მჟავებს(პერტოზელინის, ოლეინის, პალმიტინის და სხვა), ფლავონოიდებს, გლიკოზიდებს, ვიტამინებს (ასკორბინის მჟავა, B ჯგუფის ვიტამინები), კაროტინს და სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებებს.

ყავის მწვანე მარცვლების ექსტრაქტი-400 მგ
ჯინჯერის (ჯანჯაფილი,კოჭა) ფესვების მშრალი ექსტრაქტი-200 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
400 მგ მწვანე ყავის ექსტრაქტი შეიცავს 50% ქლოროგენ მჟავას და მრავალ ანტიოქსიდანტს.
კვლევებმა აჩვენა რომ ქლოროგენ მჟავა ხელს უწყობს სისხლში შაქრის გადამუშავებას და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ამით ხელს უწყობს ორგანიზმის წონის კლებას. მწვანე ყავის ექსტრაქტი აქვეითებს მადას. მის შემადგენლობაში შედის საკამოდ დიდი რაოდენობის კოფეინი, რაც ორგანიზმს ტონუსში ყოფნაში ეხმარება.
ჯინჯერის ექსტრაქტი აქვეითებს მადას, რადგან თრგუნავს გემოვნების რეცეპტორებს. აძლიერებს ნივთიერებათა ცლის პროცესებს,აჩქარებს მეტაბოლიზმს, აქვეითებს შაქრის და ქოლესტერინის დონეს სისხლში.

ნიორში შემავალი გოგირდოვანი ნაერთი ალიცინი, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას. ალიცინი ფართო სპექტრის ძლიერი ანტიბიოტიკია, რომელიც მოქმედებს გრამ(+) და გრამ(-) გამომწვევებზე. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ახდენს ნერვული სისტემის ნორმალიზებას. ალიცინს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს აქვთ დადებითი გავლენა პანკრეასის ფუქციაზე , ასტიმულირებენ ინსულინის წარმოებას, შედეგად მცირდება სისხლში შაქრის დონე. ალიცინის გარდა ნიორი შეიცავს , არასტაბილურ გოგირდოვანი ნაერთებს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, B ჯგუფის, A, D, E და C ვიტამინებს, აგრეთვე, მინერალებსა და მიკროელემენტებს:K, Na, Ca, Mg, Mn, Si, P, Fe, Zn, Se და Ge.

omega 3 ცხიმოვანი მჟავები
“ომეგა-3”-ის ცხიმოვან მჟავებს „შეუცვლელს“ უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ვინაიდან საკვები ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა, ამდენად მნიშვნელოვანი იგი შეივსოს “ომეგა-3”-ით.

ტაურინი – (Taurine) გოგირდის შემცველი ამინომჟავა , ტვინში ასრულებს ნეირომედიატორის როლს. ხსნის სტრესს და გვმუხტავს ენერგიით. ავლენს ანტიკონვულსიურ აქტივობას. ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს დისტროფიული ხასიათის დაავადებების დროს.

გუარანა- (Paullinia cupana) მდიდარია კოფეინით. ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი ტონუსის მომატებას. ზრდის მენტალურ კონცენტრაციას, აჩქარებს ცხიმების დაშლას. ხელს უწყობს კარგი განწყობის შექმნას და შენარჩუნებას, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას, გულს, კუნთებს. შეიცავს ასევე თეოფილინს და თეობრომინს რაც ასევე ძალიან ჰგავს კოფეინს.გამოიყენება როგორც ენერგეტიკული სტიმულატორი.

შავი პილპილი - (Piper nigrum) აქვს ძლიერი ბაქტერიციდული მოქმედება. ახდენს მადის სტიმულირებას,უზრუნველყოფს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურად ფუნქციორებას. აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას და მეხსიერებას.

მწვანე ჩაი - (Camellia sinensis) შეიცავს ჩაის კოფეინს ანუ თეინს , რომელიც აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და თავის ტვინის ქერქს, ამაღლებს განწყობილებას, ხელს უწყობს აზროვნებას, ზრდის შრომისუნარიანობას და აუმჯობესებს ორგანიზმის რეაქციას. თეინი არ გროვდება ორგანიზმში, ამიტომ მწვანე ჩაის არა აქვს გვერდითი მოვლენები. ამას გარდა, ჩაი ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას, სისხლის წარმოქმნას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას. იგი განსაკუთრებით მდიდარია C და P ვიტამინებით.